travelerbox

წესები და პირობები

წესები და პირობები

 

1. შესავალი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Travel Box-ის ონლაინ მაღაზიაში (შპს თრეველ ბოქსი ს/კ 405380519) (შემდგომში -Travel Box). Travel Box წარმოადგენს სპეციალური დიზაინით შექმნილ ყუთს (შემდგომში ბოქსი), რომელშიც განთავსებულია სასტუმროს ვაუჩერი, მოგზაურობისთვის განკუთვნილი პროდუქტები და სხვა ნივთები.

Travel Box ვებ-გვერდ travelbox.ge-ის საშუალებით, ახდენს პარტნიორი კომპანიების მიერ სხვადასხვა ფორმით მიწოდებული პროდუქტებით დაკომპლექტებულ ბოქსთა შეძენისა და დანიშნულების პუნქტში მიწოდების საჯარო შეთავაზებას მომხმარებელთათვის; ბოქსის შესაძენად მომხმარებელი უფლებამოსილია ვებ-გვერდ travelbox.ge -ზე გაიაროს რეგისტრაცია და ერთიანი ანგარიშიდან პირადი ხარჯით განახორციელოს შეკვეთა.

აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის წესები და პირობები (შემდგომში - წესები და პირობები), რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე - https://www.travelbox.ge/ (შემდგომში - მომსახურება) და რომელსაც ოპერირებს Travel Box, არეგულირებს თქვენს (მომხმარებლის) მიერ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებას, Travel Box-ის მიერ კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკას და მომხმარებლის მიერ სასტუმროს ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში, სასტუმროს ვაუჩერით სარგებლობის წესებსა და პირობებს. 

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს. ჩვენს ვებგვერდზე შესვლისას ან ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით, გაიგეთ და სრულად ეთანხმებით წესებსა და პირობებს. თუ თქვენ სრულად არ ეთანხმებით მათ, გთხოვთ, არ განაგრძოთ ჩვენი ვებგვერდით ან/და ჩვენს მიერ საჯაროდ შემოთავაზებული სხვა მომსახურებით შემდგომი სარგებლობა.

Travel Box უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თქვენი პერსონალური ინფორმაცია მოითხოვება საჭიროებიდან გამომდინარე იმ მიზნით და მოცულობით, რაც საჭიროა მომსახურების გასაწევად კანონმდებლობით დადგენილი წესით. წესებსა და პირობებზე დათანხმებით, თქვენ ცალსახად თანხმობას აცხადებთ, რომ Travel Box უფლებამოსილია დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი მონაცემები მარკეტინგული კვლევების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით. 

წესები და პირობები წარმოადგენს ჩვენსა და თქვენს შორის შეთანხმებას (ხელშეკრულებას). თქვენ აცნობიერებთ, რომ წაიკითხეთ და გესმით წესები და პირობები და ეთანხმებით მათ. 

თუ არ ეთანხმებით წესებსა და პირობებს (ან ვერ შეასრულებთ), შეგიძლიათ არ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.

თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი ანგარიშის პაროლის, ანგარიშთან დაკავშირებული იდენტიფიკატორების და ანგარიშით განხორციელებული ყველა აქტივობის კონფიდენციალურობის დაცვაზე.

travelbox.ge-ის ერთიანი ანგარიშის რეგისტრაციით თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ სარეგისტრაციო ფორმით გაგზავნილი ინფორმაცია არის უტყუარი, ზუსტი, უახლესი და სრული და თქვენ იზრუნებთ ამ ინფორმაციის დროდადრო განახლებაზე მათი უტყუარობის, სიზუსტის, სიახლის და სისრულის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ ვიცავთ თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას და უსაფრთხოებას. ამასთან, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი პერონალური მონაცემები ჩვენი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ან/და ვებგვერდის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის განხორციელების მიზნით. გარდა ამისა, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი პერონალური მონაცემები, თუკი ამ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გაზიარება მოგვეთხოვება კანონის თანხმად ან/და გამოძიების ინტერესებისთვის, ასევე, თუ ამგვარი ინფორმაციის გაცემა აუცილებელია მესამე პირთა კანონიერი ინტერესების დასაცავად და ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა.    

2. კომუნიკაცია

ჩვენი მომსახურების გამოყენებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ სიახლეების, მარკეტინგული ან სარეკლამო მასალების და სხვა ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც შეიძლება ჩვენგან იქნას გამოგზავნილი. ამასთან, თქვენ შეიძლება უარი თქვათ ზემოთ აღნიშული ინფორმაციის მიღებაზე ჩვენს ელ. ფოსტაზე info@travelbox.ge გამოწერის გაუქმების თაობაზე შეტყობინებით.

გადახდისა და შესყიდვების განხორციელებისათვის, შესაძლოა საჭირო გახდეს ჩვენი მხრიდან მესამე მხარის გამოყენება. თქვენი ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ გვაძლევთ უფლებას, რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მესამე მხარეს, რომელიც ექვემდებარება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ჩვენ გატყობინებთ, რომ ვებგვერდზე შესვლისას, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც აგზავნის თქვენი ბრაუზერი და მას ეწოდება შესვლის მონაცემები. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენი საიტის მონახულებული გვერდები, ამ გვერდებზე გატარებული დრო და სხვა სტატისტიკა.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის მაგრამ არა მარტო: პროდუქტის ან მომსახურების ხელმისაწვდომობა, პროდუქტისა თუ მომსახურების აღწერილობაში ან ფასში შეცდომების არსებობა, შეცდომები თქვენს შეკვეთაში ან სხვა მიზეზები.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა, თაღლითობის ან უნებართვო, ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

ჩვენ შეგვიძლია დავიქირაოთ მესამე პირი - კომპანიები ან ინდივიდები - შემდეგი მიზნებისათვის: მომსახურების გაუმჯობესება; მომსახურების გაწევა ჩვენი სახელით; მომსახურებასთან დაკავშირებული ქვე - მომსახურებები; მომსახურების ანალიზი.

ჩვენ გატყობინებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ მხარეებს შესაძლებელია წვდომა ჰქონდეთ თქვენს პერსონალურ მონაცემებთან. ეს განპირობებულია იმ ვალდებულებებით, რაც აკისრიათ მათ ჩვენ მიმართ. თუმცა, ისინი ვალდებულებას იღებენ, რომ არ გაავრცელებენ ან გაამჟღავნებენ ამ ინფორმაციას სხვა მიზნით.

გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გაცვლისას არ არსებობს ელექტრონული წარმოების მეთოდი, რომელიც 100% უსაფრთხო და სანდოა, ამიტომ ჩვენ ვერ გაძლევთ აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას.

ჩვენ შეიძლება მივაწოდოთ თქვენი ინფორმაცია ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარეს მომსახურების პროვაიდერს. ჩვენ წარმოგიდგენთ მომსახურებასა და პროდუქტებს მესამე მხარეების მეშვეობით. მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერები ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციებს ჩვენი სახელით. ასეთი ფუნქციები მოიცავს ჩვენი ადმინისტრაციული და სარეკლამო ელექტრონული პოსტის გაგზავნასა და გავრცელებას. ჩვენ შეიძლება მივაწოდოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ამ პროვაიდერებს, რათა მათ შეასრულონ შეკვეთები, გაგზავნონ ელექტრონული და საფოსტო გზავნილები, წაშალონ განმეორებადი ინფორმაცია მომხმარებელთა სიიდან, მოახდინონ მონაცემთა ბაზის ანალიზი, განახორციელონ მარკეტინგული დახმარება, განახორციელონ ძებნის შედეგები და ბმულები, უზრუნველყონ საკრედიტო ბარათით გადახდები, მართონ ვებგვერდი, აღმოფხვრან ხარვეზები და განახორციელონ მომხმარებელთა მომსახურება.

ჩვენ შეიძლება ასევე მოვიპოვოთ თქვენი პირადი ინფორმაცია იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან, რომლებთანაც ჩვენ ბიზნეს-ურთიერთობები გვაკავშირებს და მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მომსახურების პროვაიდერებს ჩვენი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულების მიზნით. ასევე, ყოველთვიური ბილინგის პროცედურიდან გამომდინარე, ჩვენ პერიოდულად (ბილინგის პოლიტიკის შესაბამისად) ჩვენს მომსახურე ბანკს ვუგზავნით მოთხოვნას თქვენი ბარათიდან თანხის ჩამოჭრის თაობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ პარტნიორებს და მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს, რათა მათ შეიმუშაონ და გამოაქვეყნონ საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გამოყენება ამ პირთა მიერ შეიძლება დარეგულირდეს მხოლოდ მათი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკით და არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს.

 

3. სამოგზაურო ყუთის (Travel Box) შეძენა/ყიდვა

თუ გსურთ შეიძინოთ პროდუქტი ან მომსახურება, რაც ხელმისაწვდომია მომსახურების საშუალებით („შესყიდვა“), ამისათვის შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი შესყიდვისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის და არა მარტო საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, თქვენი ბარათის ვადის გასვლის თარიღი, თქვენი რეგისტრაციის მისამართი და მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაცია.

სამოგზაურო ყუთის (Travel Box) შეკვეთის განხორციელებისას მომხმარებელი გამოწერის შესრულებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში იღებს სამოგზაურო ყუთს თბილისის მასშტაბით, ხოლო 5 სამუშაო დღეში - დანარჩენი საქართველოს მასშტაბით. ექსპრეს მიტანის მომსახურებით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, დაუკავშირდით Travel Box-ს.

სამოგზაურო ყუთში (Travel Box) მოთავსებული სასტუმროს ვაუჩერის (შემდგომში - ვაუჩერი) გამოყენების წესები და პირობები მოიცავს შემდეგს:

ყიდვის დროს თქვენს მიერ მოხდება გადახდის მეთოდის არჩევა, თანხა ჩამოიჭრება ბარათიდან ან ინვოისის საფუძველზე ჩაირიცხება კომპანიის ანგარიშზე.

Travel Box-ის შეძენისას დაცულია მომხმარებლის უფლებები და მომხმარებელთან ურთიერთობისას ჩვენ ვმოქმედებთ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.

4. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ მომსახურებით ან მათი ცალკეული კომპონენტებით სარგებლობა იქნება კომპიუტერული ვირუსებისგან დაცული. მსგავსი სახის რისკებისგან თავდასაცავად, თქვენ უფლებამოსილი ხართ, მიიღოთ და დანერგოთ პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, მომსახურებით სარგებლობის დროს კომპიუტერულმა დაინფიცირებამ ან პროგრამული ნაწილის ნებისმიერმა დესტრუქციულმა ელემენტმა გამოიწვიოს.

აგრეთვე, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, ჩვენი მომსახურების ან მათი ცალკეული კომპონენტების შეფერხებით ან დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვიოს.

ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არ ვართ ბოქსით მოწოდებული პროდუქციის მწარმოებლები, და ისინი წარმოებულნი არიან შესაბამისი ბრენდების მიერ, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ბოქსით თქვენთვის მოწოდებული პროდუქციის ხარისხსა და შემადგენლობაზე. პროდუქტის გამოყენებამდე თქვენ ყურადღებით უნდა წაიკითხოთ პროდუქციის ეტიკეტები ან და მისი შეფუთვის ჩანართები და მკაცრად დაიცვათ მწარმოებელი ბრენდის ყველა მითითება, ინსტრუქცია და გაფრთხილება, რათა თავიდან აიცილოთ ალერგიული რეაქციები ან სხვა გვერდითი მოვლენები.

მომხმარებლის ქმედებით, რამაც გამოიწვია სასტუმროს ინტერიერის, მოწყობილობის, ინვენტარის ან/და მისი შემადგენელი ნაწილების დაზიანება ან/და სასტუმროსათვის სხვა ნებისმიერი ქონებრივი ზიანის მიყენება, პასუხისმგებელია მომხმარებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. შემადგენლობა/კონტენტი

ნებისმიერი ვიზუალური და ტექსტური მასალა, რომელი განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, წარმოადგენს Travel Box-ის საკუთრებას ან აქვს გამოყენების ნებართვა. თქვენ არ გაქვთ უფლება გაავრცელოთ, შევცვალოთ, გადაუგზავნოთ, გადმოწეროთ, დააკოპიროთ ან გამოიყენოთ აღნიშნული კონტენტი სრულად ან ნაწილობრივ პირადი კომერციული მიზნებისთვის ან წინასწარ წერილობითი ნებართვის მიღების გარეშე.

6. აკრძალული გამოყენება

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მომსახურება მხოლოდ კანონიერი მიზნებით და პირობების შესაბამისად.

7. ანალიტიკა

ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე მხარის მომსახურება, ჩვენი მომსახურების გამოყენების მონიტორინგისა და ანალიზისთვის.

8. ანგარიშები

როდესაც თქვენ ქმნით ანგარიშს ჩვენს ვებ-გვერდზე, თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი, სრულყოფილი და აქტუალურია ნებისმიერი დროისთვის. არასწორმა, არასრულმა ან მოძველებულმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის დაუყოვნებლივი გაუქმება.

თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშისა და პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე. თქვენ ეთანხმებით პასუხისმგებლობის აღებას თქვენს ანგარიშთან ან/და პაროლთან დაკავშირებულ ნებისმიერ და ყველა აქტივობასა თუ ქმედებაზე. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ თქვენი ინფორმაციას უსაფრთხოების დარღვევის ან თქვენი ანგარიშის უნებართვოდ გამოყენების შესახებ.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ მომსახურებაზე, შევადგინოთ ანგარიშები, ამოვიღოთ ან შეცვალოთ შინაარსი, ან შევაჩეროთ შეკვეთები ჩვენი შეხედულებისამებრ.

9. შეწყვეტა

ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ ან შევაჩეროთ თქვენი ანგარიში და მომსახურებაზე წვდომა დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების გარეშე ან პასუხისმგებლობის გარეშე, ჩვენი შეხედულებისამებრ, რაიმე მიზეზის გამო და შეზღუდვის გარეშე, მათ შორის, მაგრამ არ მხოლოდ პირობების დარღვევის შემთხვევაში.

თუ გსურთ ანგარიშის შეწყვეტა, შეგიძლიათ უბრალოდ შეწყვიტოთ მისი გამოყენება.

10. მარეგულირებელი კანონი

წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი მარეგულირებელი კანონის ფარგლებში. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტებით/მომსახურებით სარგებლობასთან/შეძენასთან, ასევე ამ სარგებლობის წესების დებულებებთან, უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.

წინამდებარე სარგებლობის წესების ცალკეული დებულების ბათილობა არ იწვევს დანარჩენი წესებისა და დებულებების ბათილობას და იგი ჩანაცვლდება იმ წესით ან დებულებით, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ბათილი წესის ან დებულების მიზანთან.

11. ცვლილებები მომსახურებაში

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს მომსახურებაში, ჩვენი შეხედულებისამებრ. პერიოდულად, ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ წვდომა მომსახურების ზოგიერთი ნაწილზე ან მთლიან მომსახურებაზე, მომხმარებლებზე, მათ შორის რეგისტრირებულ მომხმარებლებზე.

წესები და პირობები ნებისმიერ დროს ექვემდებარება გადახედვას და შეცვლას თქვენთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ცვლილება, ანდა დამატება ძალაში შედის travelbox.ge-ზე გამოქვეყნებისთანავე. თქვენს მიერ ჩვენი მომსახურების გამოყენება ცვლილებების ან დამატებების განხორციელების შემდეგ ნიშნავს თქვენს თანხმობას ახალ პირობებზე.

 

12. დასტური/თანხმობა

ჩვენი მომსახურებით ან ჩვენს მიერ მოწოდებული სხვა მომსახურების გამოყენებით, ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით წესებსა და პირობებს და ეთანხმებით მათ.